среда, 16 декабря 2009 г.

აფხაზები



ისტორია:

შუა საუკუნეებში არსებობდა აფხაზეთის სამეფო,რომელიც დღევანდელ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას მოიცავდა. აფხაზეთის სამეფო ქართველებით იყო დასახლებული და სალიტერატურო ენასაც ქართული წარმოადგენდა. აღნიშნულმა სამეფომ დიდი როლი ითამაშა ქართული სამეფოების გაერთიანებაში და ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში მე-9 მე-10 საუკენეებში. ქართველების გარდა აფხაზები ერთადერთი ხალხია,რომელთაც საქართველოს გარეთ სამშობლო არ გააჩნიათ.ისტორიულად აფხაზეთი ყოველთვის საქართველოს ნაწილი იყო და მიუხედავად ენობრივი განსხვავებისა აფხაზები პოლიტიკურად,ეკონომიკურად და კულტურულად ქართველი ერის ნაწილს შეადგენდნენ. მეჩვიდმეტე საუკუნის შემდეგ აფხაზეთში ფეხი მოიკიდეს თურქებმა, შესუსტდა ქრისტიანობა.
1886 წელს ისინი 38 000 არ აღმატებოდა და ცხოვრობდნენ გუდაუთასა და ოჩამჩირეში(ამ პერიოდში სუხუმში სულ 3 აფხაზი ცხოვრობდა. 1939 წელს აფხაზების რაოდენობა 57 000 მიაღწია . 1989 წლისთვის 96 000 გაუტოლდა. მათგან 93,2ათასი აფხაზეთში ცხოვრობდა. სოხუმში ისინი 12%–ს აღწევდნენ(14,9ათასი) ტყვარჩელში 42,3%(7,9ათასი) აფხაზეთის მოსახლეობაში აფხაზების წილი 17,8 % უდრიდა, მათგან 65% სოფლად ცხოვრობდა.
1992–93 წლის აფხაზეთის ომმა მოსახლეობის დიდ ნაწილს დაატოვებინა ტერიტორია. ზუსტი ცნობები დღეისათვის აფხაზების რაოდენობის შესახებ აფხაზეთში არ მოგვეპოვება. მიახლოებით მთლიანი აფხაზეთის მოსახლეობა იყო 240 000, 2002 წლის მონაცემებით, სადაც აფხაზი 70 000 იყო.
კულტურა: აფხაზი მწერლებიდან აღსანიშნავია:დიმიტრი გულია, ფაზილ ისკანდერი ,ბაგრატ შინქუბა ,სამსონ ჭანბა.
აფხაზური პრესა პირველად 1917 წლის შემდეგ გამოჩნდა. პირველი გაზეთი "აფსნი" გამოიცემოდა დიმიტრი გულიას რედაქტორობით. გაზეთი საბჭოთა მთავრობის პერიოდში იბეჭდებოდა სახელწოდებით "აფსნი ყაფშ" (წითელი აფხაზეთი; რედაქტორი სერგეი ჭანბა).
მხატვრული ლიტერატურა [რედაქტირება]

აფხაზური ლიტერატურის პიონერად დიმიტრი გულია შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ასევე ცნობილი იყო რუსულენოვანი თხზულებებით, კერძოდ "აფხაზეთის ისტორიით" (ტფილისი, 1925). მას ეკუთვნის ლექსების ორი მნიშვნელოვანი კრებული (ლექსების კრებული, ტფილისი, 1912, და "ლექსები, სატირა და სიმღერები", სოხუმი, 1923), რომლებიც აფხაზურ ფოლკლორს ეფუძნებოდა, პოემა "სატრფიალო წერილი (ტფილისი, 1913), რუსული და ქართული ლიტერატურის რიგი თარგმანებისა, მოთხრობა "სხვისი ცის ქვეშ" (ციმბირში გაგზავნილ აფხაზ გლეხზე, ბატონის მაგივრად დანაშაულის აღიარების გამო) და რამდენიმე თეატრალური პიესის თარგმანი (რუსულიდან «Да здравствует свобода», Сухум, 1920; ქართულიდან: «ორი მშიერი», სოხუმი, 1920, და «დაწყევლილი დღე», სოხუმი, 1920), ვოდევილები («მე მოვკვდი», «ჯერ გარდაიცვალნენ, შემდეგ იქორწინეს», 1921—1922).

გულია კ. მაჭავარიანთან ერთად ასევე ქართულ ანბანზე დაფუძნებული აფხაზური ანბანის ავტორია (1892), და აფხაზური ფოლკლორის შემგროვებელი და მკვლევარი («აფხაზური ანდაზები, გამოცანები, ენის გასატეხები» (ტფილისი, 1907), «აფხაზური ხალხური რწმენები ამინდის შესახებ» (სოხუმი, 1922), «თხის კულტი აფხაზებში», «აფხაზური შელოცვები» თარგმნილი რუსულ ენაზე 1925 წელს, «აფხაზების სანადირო ენა და ნადირობის ღმერთები» (1926), «სოხუმი დიოსკურია არ არის» და სხვ.).

აფხაზ პოეტს ი. კოღონიას გამოქვეყნებული აქვს "აფხაზური პოემები" (სოხუმი, 1924), ხოლო ს. ჭანბას რამდენიმე პიესა: "მაჰაჯირები" - თურქეთში აფხაზების მასიური ემიგრაციის თემაზე, "მთების ქალწული" და სხვა. ს. ჭანბა ასევე ავტორია "აფხაზეთის გეოგრაფიის" (სოხუმი, 1925).

მუშნი ხაშბას შემოქმედებაში აღსანიშნავია კომედია "აჭაფშარა" (ავადმყოფის მონახულება), ლ. ტოლსოის "ხაჯი-მურატის" აფხაზური თარგმანი. აფხაზური დრამატურგიის წარმომადგენელი იყო ს. ბჟანია.

ა. მ. ჭოჭუა გახდა დედაენის, მეორე-მესამე კლასების სწავლების ქრესტომათიის (სოხუმი, 1923) და აფხაზურ-ქართულ-რუსული თვითმასწავლებელის (სოხუმი, 1926) ავტორი.
ეპოსი [რედაქტირება]

ზეპირსიტყვიერებიდან აფხაზურ შემოქმედებაში გამოირჩევა ჰეროიკული ეპოსი "ნართებზე", მითიურ გმირებზე, რომლებიც ჩერქეზულ ლეგენდებშიც გვხვდება, ისტორიული თქმულებები წარსულიდან (მაგ. თავად მარშანიებზე), ყაჩაღური სიმღერები, სატირა და ადათ-წესების თანმხლები (მაგ. ქორწილის) სიმღერები, ასევე მთელი რიგი "სანადირო პროზა და პოეზია".

Комментариев нет:

Отправить комментарий